ფერმა ოდაში
ისტორია
ფერმა ოდაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში მდებარეობს. ფერმას მართავენ სალომე და მისი მეუღლე, რომლებიც ამ საქმიანობისთვის სპეციალურად თბილისიდან ნიგოითში გადავიდნენ საცხოვრებლად. ფერმაში მუდმივად დასაქმებულია 4 ადამიანი, ასევე ჰყავთ მოხალისეები, რომლებიც სალომეს ეხმარებიან სხვადასხვა ბოსტნეულისა და მწვანილის დარგვასში, მოვლაში და მოსავლის აღებაში. ამ ეტაპზე ისინი ტურისტებს არ მასპინძლობენ და სრულად არიან ორიენტირებულნი პროდუქციის რეალიზაციაზე, პირდაპირი გაყიდვების გზით.


