ჩაი ქართული არომატი

ისტორია

ჩაის საწარმო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უკვე თითქმის 10 წელია ფუნქციონირებს. მიხეილ ცინცაძეს და მის ოჯახს ჩაის პლანტაციები აქვთ სოფლებში - აკეთი, აცანა და ნაციფარი. ისინი საკუთარ პროდუქციას ყიდიან როგორც პირდაპირი გაყიდვებით, ასევე მაღაზიებში. გარდა ამისა, მათ მოწყობილი აქვთ სივრცე, სადაც ყოველთვიურად 300-მდე სტუმარს მასპინძლობენ.

რა გვხდის უნიკალურს

მიხეილ და მისი ოჯახი სტუმრებს სთავაზობენ მრავალფეროვან ტურისტულ აქტივობას, როგორიცაა ჩაის დეგუსტაცია, პლანტაციების დათვალიერება და ინფორმაციული ტური ჩაის შესახებ,  რაც მათ სხვა მომსახურების მიმწოდებლებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.
 
 

საკონტაქტო ინფორმაცია