ანიკოს სახლი სონში

ისტორია

ნინო და მისი დედამთილი უკვე 10 წელზე მეტია სიონში საოჯახო სასტუმროს მართავენ. ისინი სტუმრებს მხოლოდ ზაფხულის სეზონზე იღებენ. ამ ეტაპზე, განთავსების სერვისის გარდა, დამატებით მომსახურებებს სტუმრებს არ სთავაზობენ. თუმცა, მომავალში, ტურისტული ნაკადის ზრდის შემთხვევაში, გეგმავენ მომსახურებების გაფართოებას.

რა გვხდის უნიკალურს

ობიექტს აქვს 6 საძინებელი და შეუძლია 20 სტუმრის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს კვების სერვისს არ სთავაზობს, ადგილზე მოწყობილია სრულად აღჭურვილი სამზარეულო თვითმომსახურებისთვის. ხელმისაწვდომი ფასები, ყურადღებიანი მასპინძელი, მწვანე ეზო და მშვიდი, ოჯახური გარემო ერთად ქმნის სასიამოვნო გამოცდილებას სტუმრებისთვის, რაც ამ საოჯახო სასტუმროს მთავარი უპირატესობაა.

საკონტაქტო ინფორმაცია