მართა ბებოს დამბალხაჭოს საწარმო თიანეთში უკვე საკმაოდ დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს. მის პროდუქციას მომხმარებლები ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა უშუალო მყიდველებისა, პროდუქცია იყიდება რესტორნებსა და ბაზრებშიც. რძის პროდუქტების წარმოების გარდა, დოჯურიშვილები მასპინძლობენ ტურისტებს, სთავაზობენ დეგუსტაციას და აძლევენ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში, სადაც ასწავლიან ხაჭოსა და ქადის მომზადებას.