წიკლაურის მცენარეული ჩაი
ისტორია
ნინო წიკლაური არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცხოვრობს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიჯეთში. ნინო მეუღლესთან ერთად მართავს საკუთარ მეურნეობას, რომელიც მებაღეობაზეა სპეციალიზებული. ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაციას მხოლოდ პირდაპირი გაყიდვების გზით ახორციელებენ. გარდა ამისა, ნინო არის გამორჩეული ხელოვანი, რომელიც მუშაობს ხეზე და ქმნის მრავალფეროვან და საინტერესო ნამუშევრებს.


რა გვხდის უნიკალურს
ნინო და მისი მეუღლე ამ ეტაპზე აწარმოებენ მხოლოდ ალუჩასა და კარტოფილს, თუმცა მომავალში აქვთ რესურსი, რომ გააფართოონ და გაამრავალფეროვნონ საკუთარი პროდუქცია. რაც შეეხება ნინოს ნამუშევრებს, იგი ექსკლუზიურად იყენებს გადამუშავებულ მასალებს, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია და ანიჭებს მას უპირატესობას.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
თიანეთი, სოფ.ჯიჯეთი
ტელეფონი
+995 591 00 19 22
