ეთნო კაფე
ისტორია
ეთომ დედასთან ერთად 2021 წელს დააფუძნა კაფე, სადაც სტუმრებს სთავაზობენ როგორც ადგილობრივი სამზარეულოს ავთენტურ გემოს, ასევე ევროპულ კერძებს. ობიექტის საქმიანობა გარკვეულწილად სეზონურობაზეა დამოკიდებული, თუმცა სწორედ ამ პერიოდში კაფე სტუმრების განსაკუთრებულად დიდ ნაკადს მასპინძლობს. ამასთან, კაფე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერაში, რადგან აქ დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.


