ეთნო კაფე

ისტორია

ეთომ დედასთან ერთად 2021 წელს დააფუძნა კაფე, სადაც სტუმრებს სთავაზობენ როგორც ადგილობრივი სამზარეულოს ავთენტურ გემოს, ასევე ევროპულ კერძებს. ობიექტის საქმიანობა გარკვეულწილად სეზონურობაზეა დამოკიდებული, თუმცა სწორედ ამ პერიოდში კაფე სტუმრების განსაკუთრებულად დიდ ნაკადს მასპინძლობს. ამასთან, კაფე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერაში, რადგან აქ დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

რა გვხდის განსაკუთრებულს

კაფე გამოირჩევა თავისი ხელსაყრელი მდებარეობითა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან სიახლოვით, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ვიზიტორებისთვის. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ თიანეთისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი კერძები და შეიგრძნონ რეგიონის უნიკალური კულინარიული ტრადიციები.
ობიექტს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება მასშტაბური ღონისძიებებისა და წვეულებების მასპინძლობაში და ერთდროულად შეუძლია დაახლოებით 200 სტუმრის მიღება.

საკონტაქტო ინფორმაცია