ახალგაზრდა ოჯახი - ნიკა ტაბატაძე, მისი მეუღლე და და - უკვე რამდენიმე წელია სიონში საოჯახო სასტუმროს მართავს. საცხოვრებელი ობიექტი მხოლოდ ზაფხულის სეზონზე ფუნქციონირებს და ჯამში 25 სტუმრის მიღება შეუძლია.
რა გვხდის უნიკალურს
საოჯახო სასტუმროს მთავარი უპირატესობა მისი გარემოა, რომელიც ერთნაირად ხელსაყრელია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქ არის სუფთა ჰაერი, ბავშვებისთვის განკუთვნილი ცალკე სივრცე და საბავშვო აუზი, რაც დასვენებაში მყოფ ოჯახებს დამატებით კომფორტს უქმნის.