კოტეჯები თიანეთში

ისტორია

ლია და მისი ოჯახი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულში ოთხ კოტეჯს მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობაში შედარებით მოკლე დროა არიან ჩართულნი, ისინი ამ საქმიანობას წარმატებით უმკლავდებიან. კოტეჯებში ერთდროულად შესაძლებელია 22 სტუმრის განთავსება. გარე სივრცე აღჭურვილია დასვენებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მათ შორის აუზით, რაც ამ ობიექტზე მოსული ტურისტების კომფორტს მნიშვნელოვნად ზრდის.

რა გვხდის უნიკალურს

ობიექტის მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა. ამას გარდა, სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზით, ხოლო სურვილის შემთხვევაში, ლია მათ საკუთარი ხელით მომზადებულ ხინკალსაც შესთავაზებს. ასევე დაამატეს საბავშვო სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი.