იარაჯი
ისტორია
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში მდებარე საოჯახო სასტუმრო „იარაჯი“ უკვე თითქმის 10 წელია ყოველ ზაფხულს მასპინძლობს ტურისტებს. ობიექტს აქვს 5 საძინებელი და ერთდროულად შეუძლია 23 სტუმრის მიღება. ამ წლების განმავლობაში სასტუმროს მართავს მამუკა ტაბატაძე, ხოლო ახლახან საქმეში მისი შვილიც ჩაერთო. ისინი ერთობლივი ძალისხმევით ყოველწლიურად ცდილობენ ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებას.


