ჩაი აკეთი
ისტორია
გიორგი კილაძე უკვე 5 წელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში აწარმოებს და ყიდის ჩაის. მას ჰყავს 6 თანამშრომელი, რომლებიც ჩაის კრეფაში ეხმარებიან. მისი პროდუქცია რეალიზდება როგორც პირდაპირი გაყიდვებით, ისე ადგილობრივ ბაზრებზე. გარდა ამისა, გიორგი მასპინძლობს სტუმრებს და სთავაზობს მათ მრავალფეროვან აქტივობებს.


