ხის ოსტატი

ისტორია

ზურაბმა სხვადასხვა აქსესუარის დამზადება წლების წინ როგორც ჰობი ისე დაიწყო, ხოლო გასული წლის განმავლობაში ეს საქმიანობა პროფესიულ მიმართულებად აქცია. იგი მეორად ხესა და სხვა გამოყენებულ მასალებს ახალ სიცოცხლეს სძენს და მათ უნიკალურ სუვენირებად და ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის.
 
 

რა გვხდის უნიკალურს

 
მისი პროდუქციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იყენებს ნარჩენ მასალებს და მათგან სრულიად ახალ, განახლებულ ნივთებს ქმნის. იგი ამზადებს აქსესუარებს, ხის ავეჯს, სახლის საათებსა და ჭაღებს.
 

საკონტაქტო ინფორმაცია