ლაგვანი მარანი
ისტორია
სანათა წიწუაშვილი უკვე რამდენიმე წელია ახმეტის მუნიციპალიტეტში მართავს მარანს. ამ ეტაპზე ის მხოლოდ ღვინოს აწარმოებს, თუმცა დამატებითი სერვისების კუთხით სტუმრებს სთავაზობს როგორც კვებას, ისე სხვადასხვა აქტივობას. სანათა საქმიანობას მარტო არ უძღვება, პასუხისმგებლობები ოჯახის წევრებს შორის არის გადანაწილებული. დედა უზრუნველყოფს კერძების მომზადებას და თავად ხვდება სტუმრებს, ხოლო მეუღლე ატარებს ღვინის დეგუსტაციებს.


