ლაზარეს მარანი

ისტორია

მაია ჩურხაული უკვე მრავალი წელია ფლობს ვენახს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში, რომელსაც ოჯახთან ერთად უვლის. ისინი აწარმოებენ ღვინოსა და არაყს, რომლის რეალიზაციასაც მხოლოდ პირდაპირი გაყიდვების გზით ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს აქამდე სტუმრების მასპინძლობის გამოცდილება არ ჰქონია, ახლა უკვე იწყებენ სტუმრებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობების დაგეგმვას.

რა გვხდის უნიკალურს

ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის მთავარი უპირატესობა მათი მაღალი ხარისხია. მომავალში ამას დაემატება სხვადასხვა დამატებითი სერვისი, რომელთა შეთავაზებასაც მაია გეგმავს ადგილზე, რაც სტუმრებისთვის უფრო ინტერაქტიულ, დასამახსოვრებელ და უნიკალურ გამოცდილებას შექმნის.

საკონტაქტო ინფორმაცია