პეტრიაანთ მარანი
ისტორია
რეზო პეტრიაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე მართავს საკუთარ ღვინის მარანს. ამ ეტაპზე იგი მხოლოდ ღვინოს აწარმოებს, რომელსაც პირდაპირ მომხმარებლებზე ყიდის და ასევე აწვდის მაღაზიებს. ოჯახი ადგილზე მასპინძლობს სტუმრებს და ამ დროისთვის სთავაზობს ღვინის დაგემოვნებასა და პროდუქციის შეძენას. მომავალში რეზო გეგმავს სერვისების გაფართოებას, რათა სტუმრებისთვის უფრო დასამახსოვრებელი და ინტერაქტიული გამოცდილება შექმნას.


რა გვხდის უნიკალურს
მასპინძლის მიერ შექმნილი გარემო და სტუმრებისთვის შეთავაზებული გამორჩეული სერვისი ღვინის მარანსა და მის პროდუქციას განსაკუთრებულად უნიკალურს ხდის.
