ებელაშვილების საოჯახო მარანი - ხოდაშნური
ისტორია
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე ღვინის მარანი „ხოდაშნური“ უკვე თითქმის 10 წელია ფუნქციონირებს. ანა ბიზნესს ოჯახთან ერთად მართავს, სადაც ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს ერთმანეთში ანაწილებენ, რაც ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. მარანი ყოველწლიურად სხვადასხვა ეტიკეტით დაახლოებით 20 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. წარმოების მასშტაბიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ასაქმებენ 10-მდე თანამშრომელს. ღვინის წარმოებასთან ერთად, ადგილზე ასევე მასპინძლობენ სტუმრებს.


