საოჯახო სასტუმრო ილტო

ისტორია

საოჯახო სასტუმრო „ილტო“, რომელიც მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს. იგი სტუმრებს მხოლოდ ზაფხულის სეზონზე მასპინძლობს და ერთდროულად 25 ადამიანის მიღება შეუძლია.

რა გვხდის უნიკალურს

საოჯახო სასტუმროს მთავარი უპირატესობა მის დამატებით სერვისებში მდგომარეობს. სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, სტუმრებს სთავაზობენ კვებით მომსახურებას, აუზით სარგებლობის შესაძლებლობას, საკონფერენციო სივრცესა და საბილიარდო ოთახს. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ ტრანპორტირების სერვისით, რაც მათ კომფორტს კიდევ უფრო ზრდის.

საკონტაქტო ინფორმაცია